გიორგი ვაშაძე – ადრე თუ გვიან ყველასთან მივა სამართალი და მოუწევს პასუხისგება – თვითმარქვია რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ძალიან მძიმე დღე ელის, თუ მალე მოეგება გონს, შეიძლება შეამსუბუქოს რისხვა

ტრამპთან დაკავშირებული ილუზიაც დაიმსხვრა , – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) განცხადებას: „თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.
გიორგი ვაშაძის თქმით, ვინც ემტერება დემოკრატიული განვითარების მიმართულებას, არავინ არ დარჩება პასუხისმგებლობის გარეშე.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ემტერება საკუთარი ხალხის ნებას, ვინც ემტერება დემოკრატიული განვითარების მიმართულებას, არავინ არ დარჩება პასუხისმგებლობის გარეშე. ადრე თუ გვიან ყველასთან მივა სამართალი და იმ სამართლის წინაშე მოუწევს პასუხის გება. თვითმარქვია რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ძალიან მძიმე დღე ელის. რაც მალე მოეგება გონს, შეიძლება შეამსუბუქოს რისხვა, რაც უფრო დრო გავა კიდევ უფრო მძაფრად აისახება მასზე პასუხისმგებლობა. ამაზე მიუთითებს ჯო უილსონის უპრეცედენტო განცხადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება