ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს 7 თვიანი თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებული არ დაესწრო. მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, რომ პროცესი გადადებულიყო საბოლოო სიტყვის ეტაპისთვის, მოსამართლემ განაჩენი წინასწარ გამოაცხადა.
ვაშაძე განაჩენს პარტიის ოფისში თანამოაზრეებთან ერთად ელოდებოდა.
ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მას 349-ე მუხლით წარედგინა ბრალდება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის აკრძალვას სამ წლამდე ვადით.
სასამართლომ ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო ადრე უკვე შეუფარდა, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.