ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია წულუკიანს - “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? - მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?

გიორგი გახარია წულუკიანს - “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? - მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?

ქალბატონო თეა, რა მინდა გთხოვთ - თქვენ რომ მისვამთ ახლა დაჟინებით მართლა საინტერესო შეკითხვას - „ვინ გაგიყვანა ოპოზიციაში, ვინ იყო ის, ვის შეხვდი“… ძალიან გთხოვთ, ჰკითხეთ რა კობახიძეს, “დიფ სტეიტიდან” ვინ დაურეკა და უთხრა, გახარია დანიშნე პრემიერადო , - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო სხდომის მიმდინარეობისას გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.
გახარიამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ის განცხადება გაიხსენა, სადაც იგი ამბობდა, რომ გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ “დიფ სტეიტმა” მოსთხოვა.
“რატომ არ ეკითხებით კობახიძეს, რომ თქვა, “დიფ სტეიტმა” დამირეკაო, თორემ 20 ივნისის მერე უნდა გაგვეგდოო. ჰკითხეთ რა. პასუხი არ გაინტერესებთ? იქნებ ერთი და იგივე ხალხი იყოს “დიფ სტეიტი”… კარგით ახლა მართლა რა, თუ სერიოზულად ვლაპარაკობთ, სერიოზულად ვილაპარაკოთ”, - მიმართა გახარიამ თეა წულუკიანს.
წულუკიანმა აღნიშნულზე უპასუხა, რომ სახელსა და გვარზე, ვისგანაც ზარი განხორციელდა, ინფორმაცია ჰქონდა.
“იცით რა, მე სერიოზულად რომ ვლაპარაკობ, ამიტომ, ნაკითხიც მაქვს და პასუხიც მიღებული მაქვს გვარზე და სახელზე. ბატონი კობახიძე თავად ისაუბრებს. მე კიდევ ერთხელ გეკითხებით - გუნდში იყო შეთანხმებული თქვენი გათავისუფლება 20 ივნისის შემდეგ და დიახ, ზარი შედგა”, - თქვა წულუკიანმა.
გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს კითხვა შეუბრუნა - იცოდნენ თუ არა დეპუტატებმა, რომ “დიფ სტეიტის” მიერ ნაკარნახევ კანდიდატს ირჩევდნენ.
“დიფ სტეიტიდან”? და ერთი კითხვა მაქვს - “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?” - ჰკითხა გახარიამ თეა წულუკიანს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.