გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ კრიტიკულად აუცილებელი

„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას, – ამის შესახებ ”გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს განცხადებას, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.
როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით.
“აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ:
„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას.
ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა – ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა.
ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ – კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად.
საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით”, – წერს გახარია “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება