ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია - "ქართული ოცნების“ კორუფციის, უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენს გუნდებს ძლიერებასა და სიმტკიცეს ვუსურვებ

გიორგი გახარია - "ქართული ოცნების“ კორუფციის, უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენს გუნდებს ძლიერებასა და სიმტკიცეს ვუსურვებ

„ქართული ოცნების“ კორუფციის, უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში ჩვენს გუნდებს ძლიერებას ვუსურვებ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
გახარია ეხმაურება მისი პარტიისა და "ლელო - ძლიერი საქართველოს" მიერ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.
„დღეს „ლელო-ძლიერ საქართველოსთან“ ჩვენი მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის 25 მაჟორიტარი კანდიდატი წარვადგინეთ. ეს ჩვენი შეთანხმების შემდეგი ეტაპი და ქართულ პოლიტიკაში იშვიათი პრეცედენტია, როდესაც ორი განსხვავებული პარტია საერთო მიზნის გარშემო ერთად დგას. „ქართული ოცნების“ კორუფციის, უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენს გუნდებს ძლიერებასა და სიმტკიცეს ვუსურვებ, მაშინ, როდესაც თბილისის მოსახლეობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით“, - წერს გიორგი გახარია X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.