ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია სხვა ლიგაში თამაშობს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო - კალა კალაძე

"გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს და საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატები შესთავაზა.
კითხვაზე, "უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს", კალაძემ განაცხადა, რომ ეს იყო ღალატი.
"რა თქმა უნდა, ეს ღალატია ხომ? როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები, ეს არის ძალიან მარტივი," - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.