გიორგი გახარია – „ოცნების” რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს, ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის

„ოცნების” რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს – ის ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს, რითაც აქციების დროს დაკავებულებისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯას ეხმაურება.
გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო პასუხისმგებლობაა, რომ მშვიდობიანი გზებით ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვის.
„რამდენიმე თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, „ოცნების” რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს – ის ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის.
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მშვიდობიანი გზებით ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვის და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს გზა მტკიცედ ევროპული დარჩეს“, – წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფური ქმედებისთვის და მასში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გარდა ამისა, მოსამართლემ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია