გიორგი გახარია – ინგოროყვას კლინიკაში მოვინახულე ჩვენი თანაგუნდელი, ვატო გვაზავა და მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი სასტიკად ნაცემ სხვა ახალგაზრდებს – ეს იყო დასჯის ოპერაცია!

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც საპროტესტო აქციაზე „სასტიკად ნაცემი“ ახალგაზრდები მოინახულა.
მისი თქმით, ეს იყო დასჯის ოპერაცია.
„ახლა ვიყავი ინგოროყვას კლინიკაში. მოვინახულე ჩვენი თანაგუნდელი, ვატო გვაზავა და მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი სასტიკად ნაცემ სხვა ახალგაზრდებს.
თითოეული ამ ადამიანის ისტორია მსგავსია – ნიღბიანი მოძალადეები ამ ახალგაზრდებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ სახეში და თავის არეში. ეს იყო დასჯის ოპერაცია!
თუმცა, მათთან საუბრის შემდეგ, ამ სისასტიკის მიუხედავად, დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი ხვალ ისევ გააგრძელებს ბრძოლას.
ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო!“ -წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის