გიორგი გახარია – ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად იქცა, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა

დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იქცა იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს „მოიშორა“.
„ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.
ფაქტია, დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს, არც ერთს არ აწყობს, რომ ჩვენ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, გარანტირებულად ორივეს დამარცხებას ნიშნავს
სამწუხაროდ მსგავს ვითარებაში ჩვენ პირველად არ ვართ, ამიტომ ამჯერად დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ამიტომ ამჯერად მაინც! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ შვილებს იგივე წრეზე სიარული მომავალში აღარ მოუწიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო