არქივი2 მაისი, 2024, 19:08
გიორგი გახარია - ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა - 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ! - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა მთავარია ერთიანობა და მშვიდობა.
"ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სამყარო, სადაც მთავარია ეროვნული ღირსება და საქართველოს მომავალი, იმარჯვებს. ივანიშვილი ამ დამარცხებას ჯერ ვერ აღიარებს, 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ! ახლა მთავარია ერთიანობა და მშვიდობა!," - წერს გახარია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.