გიორგი გახარია – დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით

“საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარტია “ტისას” და პიტერ მადიარს ულოცავს არჩევნებში “ისტორიულ გამარჯვებას” და აცხადებს, რომ მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი.

გახარიას თქმით, “დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოში”.

“ვულოცავ პიტერ მადიარს, “ტისას” და უნგრელ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს არის გამარჯვება ევროპული დემოკრატიისა და მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის! დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მასშტაბური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ორბანის მთავრობა ავრცელებდა და რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებდა საარჩევნო პროცესის სანდოობას.

მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი და ისწავლონ მისი წარმატებიდან, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ დაშალონ ორბანის მიერ შექმნილი პოპულისტურ-ავტოკრატიული ქსელები” , – წერს გახარია X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!