გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი

ოპოზიცია თვლის, თუ პარლამენტის კედლის გარეთ დადგებიან, პარლამენტში შემოსულად არ ითვლებიან და თუ კედლის შიგნით დადგებიან, შემოსული იქნებიან – ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ხომ ვამბობ, გიორგი გახარია შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო. მისი სტილია განცხადებების – ბიძინა ივანიშვილი რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა და ა.შ. გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი, რა უნდა ვთქვათ ამის შემდეგ?! 25 ნოემბერი დადგება და ვნახავთ მანდატებზე უარს იტყვიან თუ არა. ის სპორტული აფერისტობა, რაც უნდათ მათ, რომ ახლა შემოგვთავაზონ შესვლა-არ შესვლის თამაში. თითქოს პარლამენტში შემოსვლა პარლამენტის შენობაში ფეხის შემოდგმას ნიშნავს. ისინი თვლიან, თუ პარლამენტის კედლის გარეთ დადგებიან შემოსული არ იქნებიან და თუ კედლის შიგნით დადგებიან შემოსული იქნებიან – ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებს. ხომ თქვეს მანდატებზე უარს ვამბობთო, აი, როგორ იტყვიან უარს გამოჩნდება 25 ნოემბერს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა