ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია - გამოძიებას და დევნას დაიწყებენ თუ არა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვარ იქ, სადაც ვარ

გიორგი გახარია - გამოძიებას და დევნას დაიწყებენ თუ არა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვარ იქ, სადაც ვარ

მინდა გითხრათ, გამოძიებას, დევნას დაიწყებენ თუ არა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - ვარ იქ, სადაც ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული ზემოქმედებისთვის.
“მაშინ როცა ქვეყნის საყრდენი გმირების - ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას ცდილობენ, არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი“, - დასძინა მან.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები 2019 წლის 20 ივნისი საპროტესტო აქციის დაშლაზე, სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასა და პრემიერი-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების მიზეზებზე დაუსვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.