ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია: ადამიანებს, როდესაც ეს უვარგისი ხელისუფლება ეფექტურად ომით ატყუებდა და აშინებდა, ესე იგი ჩვენ რაღაც სწორი სიტყვები ვერ ვიპოვეთ

გიორგი გახარია: ადამიანებს, როდესაც ეს უვარგისი ხელისუფლება ეფექტურად ომით ატყუებდა და აშინებდა, ესე იგი ჩვენ რაღაც სწორი სიტყვები ვერ ვიპოვეთ
"დღეს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს უბრალოდ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, იმიტომ რომ მათზე ზემოქმედებენ პროპაგანდის საშუალებით, მათზე სოციალურ წნეხს ახორციელებენ, მათზე სამართალდამცავი სისტემის წნეხს ახორციელებენ, შანტაჟს და მოსყიდვას ახორციელებენ, ბევრ რამეს ახორციელებენ.
და ამ ადამიანებს, ყველაფერთან ერთად, რომ დაუმატოთ, რომ მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, ჩვენ უნდა მაშინ ჩვენი შეცდომებიც ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს, როდესაც ეს უვარგისი ხელისუფლება ეფექტურად ომით ატყუებდა და აშინებდა, ესე იგი ჩვენ რაღაც სწორი სიტყვები ვერ ვიპოვეთ," - ამბობს გიორგი გახარია "ფორმულას" ეთერში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.