გიორგი გახარიამ პარტიული სიის შემადგენლობის პრეზენტაცია გამართა

25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია წარადგინეს. პირველი ნომერი იქნება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ლიდერი გიორგი გახარია. მან თავის სიტყვაში დაასახელა პარტიის მთავარი ლოზუნგი: „ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგი ამ არჩევნებში იქნება არა „ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, სიმშვიდე საქართველოს და დავიცვათ ნამდვილი მშვიდობა“. პარტიის სიაში არიან
· გიორგი გახარია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
· ნათია მეზვრიშვილი - პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
· დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
· კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
· ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი; პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
· ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
· ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი;
· ბერდია სიჭინავა - იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი;
· როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტია „საქართველოსთვის“ წევრი;
· ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი;
· თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრი
· ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
· გიგა ფარულავა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე;
· გელა აბულაძე - ეკონომისტი, მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში;
· შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;
· თამარ ხვედელიანი - ექიმი, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე;
· ელგუჯა ხოკრიშვილი - ეკონომისტი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი;
· ვიკა ფილფანი - იურისტი;
· კახა ნურალიძე - ექიმი, პროფესორი;
· სოფიო ხორგუანი - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
· ჯემალ ანანიძე - ბათუმის ყოფილი მერი;
· რუსუდან თევზაძე - ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი;
· ქეთევან ბაკარაძე - ექიმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (დევნილობაში) ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
· მალხაზ თორია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
· ვატო ფაჩულია - სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი;
· ერეკლე დუმბაძე - იურისტი;
· სალომე კობალაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
· გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემა „ეტალონის“ ავტორი;
· აკაკი გვიანიძე - ბათუმის საკრებულოს წევრი.
სიის პრეზენტაციასთან ერთად პარტიამ საარჩევნო პროგრამა და სლოგანი - „ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ" - წარადგინა.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.