არქივი22 იანვარი, 2025, 19:22
გიორგი გახარიამ გამოკითხვის შემდეგ პროკურატურა დატოვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიმ თბილისის პროკურატურა დატოვა. გახარია უწყებაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გახარიას მედიასთან გამოკითხვის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, ამ თემაზე ხვალ ბრიფინგს გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.