ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გამსახურდია მოძრაობა „სირცხვილიაზე“: სირცხვილი ის არის, ამ ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო ჯოჯოხეთს რომ უწყობთ

გიორგი გამსახურდია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირების შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„სირცხვილია!!! სირცხვილია მაგრამ, სირცხვილი ის არის, ამ ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო, ამ ჯოჯოხეთს რომ უწყობთ, ვითომ ამათიანები. ისე ზოგადად ნაცმოძრაობის და ფსევდოლიბერალური სექტის ხელწერაა საზოგადოების გარკვეული ფენის ბულინგი და ცალკეული ადამიანების. მაგრამ, თქვენნაირი ნაძირალები, ვერანაირად მორალის მეტრად ვერ გამოდგებიან. ასეა ეს“, - წერს გიორგი გამსახურდია.

მოძრაობა „სირცხვილია“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირდებიან „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.