ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გამსახურდია: ...აბა მანამდე და ისეც, ნატო ჩხეიძეს სულ არ აინტერესებდა მისი რაიმე

ნაცგანშტოებებმა, კვლავ მოიმარჯვეს ზვიადის სახელი და სურათი ხელში ცდილობენ ქულების მოგროვებას საშემოდგომოდ. აბა მანამდე და ისეც, ნატო ჩხეიძეს სულ არ აინტერესებდა მისი რაიმე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ დაწერა.

„31 მარტს ვამბობდი, ზვიადის სახელის ხსენებისას, მეტწილად ავტორების სიტყვების უკან, არაფერი არ იკითხება სიტყვების გარდა-თქო. ასევე გუშინ ვინმე პაატა მანჯგალაძეს პასუხი რომ გავეცი მის მიერ წარმოებულ სიბინძურეზე, მისი მრევლი შემომივარდა კედელზე და თქვენ არ იცით, როგორ კარგად ახსენებს იგი ზვიადსო. დიახაც ახსენებს, მაგრამ თავისი ქულების მოსახვეჭად-თქო.

სეზონი გაიხსნა, ნაცგანშტოებებმა, კვლავ მოიმარჯვეს ზვიადის სახელი და სურათი ხელში და ცდილობენ ქულების მოგროვებას საშემოდგომოდ. აბა მანამდე და ისეც, ნატო ჩხეიძეს სულ არ აინტერესებდა მისი რაიმე. არხეინად იჯიბავდა ტვ „მთავარის“, იგივე გლავკანალის დივიდენდებს, რომელშიც ის და მისი მეუღლე, გაქნილი თაღლითი, ბანდიტ გიორგი (ჟორიკა) რურუასთან ერთად ფლობენ ლომის წილებს. უფრო მეტიც, ტვ „მთავარის“ ოფისი მათ ტერიტორიაზე მდებარეობს. დანარჩენი მკითხველზე მომინდვია თუ რამდენად „უყვარს“ ნ.ჩხეიძეს (ჟორიკასთან ერთად) ზვიადი და მისი საქმეები“, - წერს გიორგი გამსახურდია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.