გიორგი გაბიტაშვილი – პროკურატურა სრულად დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან – შემიძლია, ეს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ჩემი არჩევის შემთხვევაშიც ასე დარჩება

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან სრულად დამოუკიდებელია.
ამის შესახებ გაბიტაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პროკურატურის საქმიანობაში პოლიტიკოსების ჩარევის თაობაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურის ნეიტრალურობა კანონითაა განსაზღვრული.
„კანონით არის განსაზღვრული, რომ პროკურატურა პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა. როგორც კანონითაა განსაზღვრული, რეალობაშიც ასე სრულდება. პროკურატურა სრულად დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან. შემიძლია, ეს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ჩემი არჩევის შემთხვევაშიც ასე დარჩება. ეს ეხება როგორც უწყებას, ასევე, პირადად მე“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარტა კოსი – პიტერ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისკენ გზას ხსნის

ჯო უილსონი – „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს – მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს