გიორგი გაბიტაშვილი – ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა უნდა გააქტიურდეს

ნარკოსაქმიანობიდან მიღებული ფულის გათეთრების იდენტიფიცირების მიზნით, სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა და გააქტიურდეს ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა, ნარკოტიკების გასაღებიდან მიღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.
გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ბოლო წლებში, სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელ პირთა გამოვლენის და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.
მისი თქმით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ პირების მიმართ მკაცრია და აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენება პატიმრობა. ასევე, გაბიტაშვილის განცხადებით, მკაცრია სასამართლოს განაჩენების საფუძველზე დანიშნული სასჯელებიც და როგორც წესი, გამსაღებელ პირებთან არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება.
როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, ნარკოდანაშაულის ყველაზე გავრცელებულ მუხლებზე შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.
გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირთა მიმართ ლიბერალური პოლიტიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შესანარჩუნებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ