ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გაბიტაშვილი - მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელების პოლიტიკა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.