გიორგი გაბიტაშვილი – თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
გიორგი გაბიტაშვილმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყო და აღნიშნა, რომ თაღლითობის ეფექტიანი გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება ამ კატეგორიის საქმეებზე მთავარი გამოწვევაა. რასაც, მისივე თქმით, ერთი მხრივ, ამ დანაშაულის მრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში, რეაგირების განმახორციელებელი სუბიექტების სპეციალური ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს.
„პრაქტიკამ ცალსახად აჩვენა, რომ სპეციალიზაციის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს ცალკეული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელსა და რეაგირების ხარისხზე. ვფიქრობ, საჭიროა ჩამოყალიბდეს ახლებური მიდგომები თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის