გიორგი ბურჯანაძე – პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს

პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას, – ამის შესახებ კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წევრი, იურისტი, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, თუმცა დეკემბრის შემდეგ თანხმობა არ გაცემულა.
„პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო/ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში.
ოდირის მეთოდოლოგიით, ის სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული.
ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ.
2013 წელს, „ოცნებამ“ თვითონ მოიწვია ეუთო ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?“, – წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია