ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლებისგან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა აშშ-ს მიერ რუსეთის გავლენის აგენტად აღიარებული ადამიანი, დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გენერალური პროკურორის პოზიციაზე ვინმეს კანდიდატურის დაყენება ეჭქვეშ არის დამდგარი.
„ხელისუფლებისგან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა აშშ-ს მიერ რუსეთის გავლენის აგენტად აღიარებული ადამიანი, დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი, ის რეალურად ვერ შეასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას, რომელსაც უნდა ასრულებდეს გენერალური პროკურორი.
პროკურორი, რომელიც ჰყავდა საქართველოს, ფარცხალაძეს ვგულისხმობ და რომელმაც ბრალი წაუყენა საქართველოს პრეზიდენტს, ეს რეალობა უკვე ასახავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - განაცხადა ბოტკოველმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.