ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბოტკოველი - ხალხი მზად არის ქვეყნის გადასარჩენად და 26 ოქტომბერს გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს

გიორგი ბოტკოველი - ხალხი მზად არის ქვეყნის გადასარჩენად და 26 ოქტომბერს გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს

არამარტო ყარაჯალაში, არამედ ყველა სოფელში, ქალაქის ნებისმიერ უბანში, ხალხი მზად არის ქვეყნის გადასარჩენად და 26 ოქტომბერს გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს , - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, კახეთში მოსახლეობა მზადაა, ქვეყნის გადასარჩენად 26 ოქტომბერს.
"ყოველდღიურად ვხვდებით ხალხს და განწყობა ამაღლებულია არამარტო თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, არამედ ნებისმიერ სოფელში, ქალაქის ნებისმიერ უბანში. ხალხი მზად არის ქვეყნის გადარჩენისთვის და სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ადამიანი მივა 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააკეთებს არჩევანს, რომლითაც მოიშორებს ბიძინა ივანიშვილის ამ მაფიოზურ, კორუმპირებულ მმართველობას, რათა ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ იზეიმოს გამარჯვება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას წაადგება და არა უკუსვლას, რისკენაც მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ექაჩება ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა ყარაჯალაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.