გიორგი ბოტკოველი – თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა

თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობა.
„ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი დღე ახალ-ახალი რეპრესიებით თენდება. ვხედავთ დაკავებულ ადამიანებს, ყოველდღიურად ვხედავთ ახალ-ახალ მიღებულ კანონებს, რომელიც პირდაპირ რეპრესიებისა და დიქტატურისკენ არის მიმართული. ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ან მე, ან რომელიმეს პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა. ყველამ საკუთარი პოლიტიკური ეგო უნდა გადადოს გვერდზე და ერთი მთავარი მიზნისკენ ვკონცენტრირდეთ. არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგისკენ, არამედ მთავარი მიზნისკენ და დღის წესრიგისკენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…