გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელლი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილი, წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.