გიორგი ბაჩიაშვილი – გრძელდება ბიძინა ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატია“, სადაც პოლიცია ხალხზე, პროკურატურა – კანონებზე და სასამართლო – სამართალზე ძალადობს

გრძელდება ბიძინა ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატია“, სადაც პოლიცია ხალხზე, პროკურატურა – კანონებზე და სასამართლო – სამართალზე ძალადობს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე „ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები სხვა მხრიდან დაიწყებენ მტკიცებას, რომ ბანკი ბანკი არ არის და ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უნდა იყოს დამოკიდებული კანონიც და სამართალიც“.
„გრძელდება ბიძინა ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატია“, სადაც პოლიცია ხალხზე, პროკურატურა – კანონებზე და სასამართლო – სამართალზე ძალადობს. დღეს ალბათ, მორიგი სერია გვექნება, ბიძინა ივანიშვილის რომელიმე თანამშრომელი სხვა მხრიდან დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ ბანკი ბანკი არ არის და ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უნდა იყოს დამოკიდებული კანონიც და სამართალიც“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო