გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი – ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს

ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რითაც გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, გამოძიებას სხვა უწყება აწარმოებს, რომელიც დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.
„ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, თუ რაიმე დეტალი იქნება საჭირო, ბუნებრივია, ეს უწყება [განცხადებას] გააკეთებს. რაც შეეხება შინაარსს, ბრალდებულმა განაცხადა, როგორც საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, ასე შემდეგ.
მიმდინარეობს გამოძიება, ამ კითხვებზე პასუხი, ბუნებრივია, გამოძიებას ექნება. იმ საკითხებზე, რაზეც ბრალდებულმა აქცენტი გააკეთა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება, მათ შორის მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ ორგანომ შესაბამისი განმარტება საზოგადოების წინაშე გააკეთა, შესაბამისად, ბუნებრივია, მიმდინარეობს გამოძიება და ეს ორგანო, უწყება კომენტარს გააკეთებს. მე დეტალურ კომენტარს ვერ მოგახსენებთ, იმიტომ, რომ მე საპროცესო ზედამხედველობას არ ვახორციელებ”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?