ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. განხილვა ნაწილობრივ დახურულია.
პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა.
დღევანდელ პროცესზე მოწმედ ნატო ხაინდრავა დაიკითხება. ის ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელია.
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, კერძოდ, ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მან 2015 წლის ზაფხულში, პირადად მობილიზებული და ინვესტორების მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.