ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბარამიძე - „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან

გიორგი ბარამიძე - „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან

ბატონი სალივანის განცხადება კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გვეუბნება, რომ ქვეყანას მართავს ქართველი ერის ინტერესების მოღალატე რეჟიმი, რომელმაც ისეთ დონემდე მიიყვანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, რომ ხელსაც კი არ ართმევენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის დიდი ძალისხმევაზე დგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ, ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან, მაგრამ მათ შორისაც რომ ვერ ხვდება, აბსოლუტურად არ არის საჭირო დიდი პოლიტიკოსობა, რათა დავასკვნათ, თუ რა დონემდეა დაყვანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ის ამერიკაა, ევროკავშირთან ერთად, რომლის ძალიან დიდ ძალისხმევაზე დგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა.
საქართველოს იმ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, რომელთა საერთაშორისო აღიარებასაც ცდილობდა რუსეთი და რომელმაც ეს ვერ შეძლო, მიუხედავად დიდი ფინანსური თუ პოლიტიკური ძალისხმევისა. სწორედ აშშ ევროკავშირთან ერთად იყო ამ პროცესების ლიდერი, რომელმაც დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ამ მოღალატურმა რეჟიმმა კი მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენ კოკოითიც კი დაგვცინის, რომელიც გვეუბნება, რომ თქვენ არამარტო ბოდიში უნდა მოიხადოთ, არამედ თრუსოს ხეობა და გუდაურიც უნდა დაგვიბრუნოთო“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.