ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბარამიძე - რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას

გიორგი ბარამიძე - რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას

რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გმირთა მოედანზე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე გაკეთებულ წარწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ პირები, რომლებმაც „ფოტოებზე უხამსი წარწერები გააკეთეს, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილები“.
„უკრაინაში, საქართველოს მტრის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული ჩვენი პატრიოტების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ კოლაბორაციული, მოღალატეობრივი და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოში ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ატარებს. დარწმუნებული ვარ ის ვანდალები და ბარბაროსები, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეს, აუცილებლად მალე კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.