ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ახობაძის საქმის ახალმა მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა „უნებართვოდ დაჯდომის“ გამო „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი 200 ლარით დააჯარიმა

გიორგი ახობაძის საქმის ახალმა მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა „უნებართვოდ დაჯდომის“ გამო „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი 200 ლარით დააჯარიმა
ჟურნალისტი, რომელსაც სასამართლო პროცესების გაშუქების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ ჰქონია. ნინო თარხნიშვილი ჯარიმის გასაჩივრებას ხვალ აპირებს.
„თქვენ რატომ არ აბრძანდით?“ - მიმართა მოსამართლემ მოქალაქე სალომე შულაიას, რომელიც ასევე 200 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ თქვა, რომ მათ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს.
„ყველა რომ დგება ფეხზე, ყურში რომც არ გესმოდეთ, თვალში მაინც ალბათ ხედავთ, ესე იგი არ უნდა იყოთ გამონაკლისი“, - უთხრა მოსამართლემ ნინო თარხნიშვილს.
ჟურნალისტმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის ფეხზე ადგა, რაზეც ტყეშელაშვილმა უპასუხა - „დაბრძანდითო გითხრათ ვინმემ?“

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.