გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე – ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა

ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა, – ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებს.
ეთერ ანწუხელიძე მიიჩნევს, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
„ყველას თავისი აზრი აქვს. სხვის მაგივრად მე როგორ ვთქვა. მე ჩემი აზრი მაქვს, ვფიქრობ, მშვიდობა ყველას უნდა. თუ დაფიქრდებიან მშვიდობა გვირჩევნია, რომ მისცენ ხმა „ოცნებას“. ეს ჩემი აზრია და ყველას თავისი ჭკუა აქვს. [დღეს საქართველოს] მშვიდობა სჭირდება რა თქმა უნდა, თუ მშვიდობა არ იქნება, თუ სხვა მთავრობა მოვიდა, არ იქნება კარგი. ყველას მშვიდობა გვინდა. მე ვისაც ვიცნობ და ვისაც ვხვდები ყველა ასეთ აზრზეა“, – აცხადებს ეთერ ანწუხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!