ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრ, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, პარლამენტთან დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს ომის გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებით, ყოველგვარ ზღვარს სცდება“. მათივე თქმით, ანწუხელიძის მიმართ „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფას საზოგადოება არ აიტანს.
დღეს თბილისში კიდევ ორი აქციაა დაგეგმილი. 19:00 საათზე პროტესტი გაიმაღტება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა: “მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ".

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.