გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
„იტალიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ეროვნული გამოცდების ტესტების იტალიურ ენაზე შემუშავების შესახებ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა – უმაღლესი განათლების კუთხით პარტნიორობის გაღრმავება, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე ესწრებოდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ