ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და მის განხორციელებაში სააგენტოს როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით კონკრეტულ ხედვებზე ისაუბრა.
„შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა.
მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა.
სამინისტროში ახალგაზრდობის სააგენტოს კურატორობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი გაუწევს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.