გიორგი ამილახვარი – მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ სახელფასო დანამატი უნდა – მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ორი პროცესი გავყოთ

მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ სახელფასო დანამატი უნდა – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საუბარია არა გაუქმებაზე, არამედ განვითარებაზე.
„კვლევებისა და ანალიზის თანახმად, მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ მას სახელფასო დანამატი უნდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ. ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, აქ, ბუნებრივია, არავითარ გაუქმებაზე არ არის საუბარი და საუბარია მხოლოდ განვითარებაზე. ჩვენ მზად ვართ და ღია, ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით მასწავლებელთა პროფესიულ პროფკავშირთან ერთად და სხვა ყველა დაინტერესებულებთან ერთად, დავიწყოთ აქტიური მუშაობა ე.წ. სქემის გაუმჯობესებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ჩავრთოთ ფართო სასკოლო საზოგადოება. ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ