“გილოცავ საქართველო!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ. დიპლომატების ერთობლივი ვიდეო ევროკავშირის საელჩო ავრცელებს
“საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზვანილი გვაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის – გილოცავ საქართველო!”, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში რის შემდეგაც ყველა წევრი ქვეყნის ელჩი მშობლიურ ენაზე ულოცავს საქართველოს.
დღეს, 14 დეკემბერს, ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა