გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება

გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება
გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბეშუმში, შუამთობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დღესასწაულს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა. მისი განცხადებით, „შუამთობა“ არის მაგალითი თუ როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას.
„გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა. ამ მართლაც გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი ზემო აჭარლები. საამაყო და მნიშვნელოვანი დღესასწაულია იმიტომ, რომ აქ ერთიანდება მთა და ბარი. აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება