ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გივი მიქანაძე წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებაზე - ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს

გივი მიქანაძე წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებაზე - ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი „იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს“.
„გუშინ, წყალტუბოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, როლანდ ნუცუბიძე, ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს ამას ჩვეული მეთოდებით. მინდა, გუნდის სახელით ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.