ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გივი მიქანაძე - წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო

გივი მიქანაძე - წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის მიზნით, „ქართული ოცნება“, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანას ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი ჰქონდა, იზოლაციასთან არის გაიგივებული“.
„წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო. მათ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკუთარ თავს „ევროპაში კეთილდღეობასთან“ აიგივებენ, ხოლო ქართულ ოცნებას, რომლის ხელისუფლების დროსაც მოხდა ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი, ასოცირებას უკეთებენ „იზოლაციაში სიღატაკესთან“.
7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები „სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრებისა და მისი წარმომადგენლის, ნიკო მანაგაძის მიერ, რომელიც ამავდროულად კამპანია „აირჩიე ევროპის“ მონაწილეც არის, რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერების გაკვრის თაობაზე, რომლებზეც ქართული ოცნების არჩევა გაიგივებულია „საქართველოს რუსეთიზაციასთან“.
8 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჯანო ჟვანიამ „ქართული ოცნების“ ბანერებზე არსებული წარწერების ტექსტი შეცვლა და გააყალბა და შემდეგ გაყალბებული ინფორმაციის მატარებელი ვიდეო მონტაჟი სოციალურ ქსელში გაავრცელა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.