არქივი25 იანვარი, 2024, 06:27
გივი მიქანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეკომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი გივი მიქანაძის კანდიდატურას და 2023 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ქვეკომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.