ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას ესწრება - ადგილზე პროტესტია

გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას ესწრება - ადგილზე პროტესტია

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას ესწრება. ამის შესახებ ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში წერს.

უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები აქციას მართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ.

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრი გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრება და თან ახლავს მოადგილე არახამიაც.

ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები მას გარეთ ელოდებიან და სთხოვენ განათლების დეფორმით შეშფოთებულ სხვა მოქალაქეებს ადგილზე მობილიზებას.

ერთად გავაგონოთ გივი მიქანაძესა და თვითმარქვია რეფორმატორებს ჩვენი ხმა.

გელოდებით ანა პოლიტკოვსკაიას 61 ნომერში," - წერს ილიაუნის სტუდენტური მძრაობა. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.