ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა - განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
"მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე (2026 ECOSOC Youth Forum) სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე შეხვდება ევროპული სახელმწიფოების განათლებისა და მეცნიერების სფეროს ლიდერებსა და გაეროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.
მინისტრი პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრს ეწვევა. ასევე აშშ-ში მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს.
გივი მიქანაძე ორმხრივ ფორმატში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და განათლების სახელმწიფო დეპარტამენტში." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.