გივი მიქანაძე – გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში

მიხეილ ყაველაშვილი გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რაც მას კონსტიტუციით და კანონმდებლობით კომპეტენციის ფარგლებში აქვს განსაზღვრული და ეს იქნება ქვეყნის მომავალზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა.
„გუშინ საქართველოში პირველად, ახალი მოდელით ჩატარდა პრეზიდენტის და კოლეგიამ აირჩია მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ახალ პრეზიდენტად. მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანია. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ადამიანია, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს იმ საკონსტიტუციო ჩარჩოებში, რომლის კონტექსტიც უმნიშვნელოვანესი არის ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის.
დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს ამ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალიან პოზიტიურ როლს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პროცესებში და მიხეილ ყაველაშვილი უშუალოდ ჩართული იქნება ამ პროცესებში, უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რაც მას კონსტიტუციით და კანონმდებლობით კომპეტენციის ფარგლებში აქვს განსაზღვრული და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსაუხრი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ