გივი მიქანაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას დაესწრო და უმაღლესი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.
მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ თემაზე – “ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და არასინქრონული სწავლებები” მოხსენება წარმოადგინა.
„საბჭოს წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – „ონლაინ საკვირაო სკოლა” შესახებ ინფორმაცია გააცნო.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, სამინისტროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?