ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგი წერეთელი - სასიხარულოა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება - პოლიტიკური მძევლებით მანიპულირება მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის და გახანგრძლივების მიზანს ემსახურება

გიგი წერეთელი - სასიხარულოა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება - პოლიტიკური მძევლებით მანიპულირება მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის და გახანგრძლივების მიზანს ემსახურება

სასიხარულოა მამუკას და ბადრის გათავისუფლება. პოლიტიკური მძევლებით მანიპულირება მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის და გახანგრძლივების მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს.
როგორც წერეთელი აცხადებს „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა „მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და გახანგრძლივებაა“.
„არავითარი სამართლებრივი მხარე ამ პროცესს არ აქვს. პარტიულ ლიდერები თუ პროტესტის მონაწილე აქტივისტები პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ხვდებიან საპატიმროებში, აჰყავთ მძევლებად და ასევე, როცა საჭიროებას ხედავენ ან სავაჭროდ სჭირდებათ, ათავისუფლებენ.
ასე ხდება ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში და ეს ვერ მოხდება დასავლურ , ევროპულ დემოკრატიებში. მმართველი რეჟიმის მთავარი ამოცანა მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და გახანგრძლივებაა. რეპრესიები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა თუ ანტიდასავლური რიტორიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა , საბოლოოდ შედეგი საპირისპირო იქნება. ვერც ამ საარჩევნო ფარსს გააპატიოსნებს ორი პოლიტიკური ფიგურის გათავისუფლება, როცა სხვა მძევლები ისევ საპატიმროებში რჩებიან. მათი თავისუფლება რეპრესიების შეჩერება, ოლიგარქიული მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ისევ მთავარ ამოცანად რჩება“,- აცხადებს გიგი წერეთელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.