გიგი წერეთელი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე: არაფერი სიახლე არ ხდება და ამოცანები არ იცვლება

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ეხმაურება.

„პოლიტიკური სპექტრისთვისა და ამომრჩევლისთვის, ვისაც სურს ამ ქვეყანაში პროგრესი, არაფერი სიახლე არ ხდება და ამოცანები არ იცვლება. მთავარია, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და შემდეგ ივანიშვილს შეუძლია, რომ წარმატებით იყოს ოპოზიციის ლიდერი”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარედ ბიძინა ივანიშვილი დაინიშნა. მან პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო