არქივი14 ოქტომბერი 2024, 14:52
გიგი წერეთელი მოქალაქეებს სვეტიცხოვლობას ულოცავს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მოქალაქეებს სვეტიცხოვლობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს დიდი დღესასწაულია. მთელი საქართველოსთვის სვეტიცხოველი გამორჩეული ღირებულებაა. ბუნებრივია ეს დღეც ყველას ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, რომ სწორედ ის განცდა, რაც დღეს არის, ბედნიერი მომავლის, გამარჯვების, წარმატების, ამას ძალიან მალე მივაღწევთ ერთიანობით. ვულოცავ კიდევ ერთხელ სვეტიცხოვლობას მთელ საქართველოს,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.